top_leaderboard

გია ცაგარეიშვილი: კრამონი აქ ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ, ეს სხვა ევროპარლამენტარებმა მოიკითხონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ცაგარეიშვილი „ქრონიკასთან“ გამოცემა Politico-ში სამი ევროპარლამენტარისა და „გავლენის აგენტის“ შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

ქალბატონი კრამონი ჩვენ გვახსოვს საქართველოში ბევრ ფორუმზე, სადაც გამოდიოდა და საქართველოს მთავრობას პირდაპირ გვამუნათებდა, რომ რუსეთთან არავითარი ურთიერთობა საჭირო არ არისო. კრამონი ერთი ხელით აქ შეხვედრებს მართავს, ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, შემდეგ ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ კალინინებთანანტიჩებთან ევროდეპუტატები, ეს მოიკითხოს ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, მოიკითხოს სხვა ევროპარლამენტარებმა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

გამოცემა Politico დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი – აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან – ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ გერმანელი ვიოლა ფონ კრამონი („მწვანეები“), იტალიელი ალესანდრა მორეტი („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკი ვლადიმირ ბილჩიკი („ევროპის სახალხო პარტია“).

ასევე იხილეთ