leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება

„10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე”, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველმა პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა. საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენებმა პარიზის პარალიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ასევე იხილეთ