leaderboard_below_slide
left_sabechdi

შვედეთი უკრაინას 443 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 443 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას დახმარების მე-17 პაკეტს გაუგზავნის, რომელიც 4.6 მილიარდი შვედური კრონის (443 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარებას მოიცავს. დახმარების ახალ პაკეტში შევა საბრძოლო მანქანებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, დახმარება ასევე მოიცავს დამატებით საბრძოლო ნავებს, რაკეტებს და შენიღბვისთვის საჭირო აღჭურვილობას, ასევე დაფინანსებას უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვებისთვის.

ასევე იხილეთ