top_leaderboard

რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ასამბლეის კულტურის განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის“.

სხდომის ფარგლებში კომიტეტმა განიხილა შესაბამისი რეკომენდაციისა და მოხსნების პროექტები, რომელთაც ოფიციალურად მიიღებენ მიმდინარე წლის მაისში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიიღებენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე იხილეთ