leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: რაც დროს გადის, მეტად იკვეთება კეზერაშვილის კრიმინალური მასშტაბები ქოლცენტრების საქმეში, უცნაურია, რატომ აქვს მას ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე, უცნაურია, რატომ აქვს დავით კეზერაშვილს ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საზოგადოების კითხვები ლოგიკურია.

„რაც უფრო დროს გადის, სულ უფრო მეტად იკვეთება კეზერაშვილის კრიმინალური მასშტაბები ქოლცენტრების საქმეში. ეს არის გლობალური სენი, რომლის უკანაც დგას კეზერაშვილი. სწორედ ის არის ავტორი ათასობით პენსიონერის გამწარების, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო უცნაურია, რატომ ხდება, რომ მას აქვს გადაადგილების შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში მაშინ, როცა ასეთი მასშტაბური კრიმინალია.

ამას მოჰყვება ლოგიკური კითხვები, რაც საზოგადოებას აქვს. 26 ოქტომბერს სწორედ ამ ორმაგ სტანდარტებს გავცემთ პასუხს. ფაქტია, რომ კრიმინალი კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციას, მათ შორის მედიას თუ პოლიტიკურ „ენჯეოებს“. ლოგიკური კითხვაა, ხომ არ არის კავშირში მისი გადაადგილებები იმასთან, რომ საქართველოში რადიკალიზაციას აფინანსებს?”, – განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს “პირველ არხს”.

ასევე იხილეთ