“საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არ უნდა მიიღოს, უპირველესად, ხალხის გადასაწყვეტია”,– განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, ხალხი აძლევს უფლებამოსილების დელეგირებას კონკრეტულ წარმომადგენლებს და მათ აქვთ სრული კონსტიტუციური უფლება მიიღონ ის კანონები, რომლებიც არის ერის ინტერესებში და ასე იქნება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.