leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხატია წილოსანი: შევიმუშავეთ საზღვრის მართვის სტრატეგია, რისკების ანალიზის სისტემა, დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საზღვრის და საზღვაო დაცვის სააგენტოსთან ჩვენი მოქალაქეების უკეთ დასაცავად არალეგალური მიგრაციისგან

“ჩვენ შევიმუშავეთ ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია და რისკების ანალიზის სისტემა, დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საზღვრის და საზღვაო დაცვის სააგენტოსთან ჩვენი მოქალაქეების უკეთ დასაცავად არალეგალური მიგრაციისგან და საქართველოს საზღვრების დასაცავად არალეგალური მიგრანტებისგან”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა განაცხადა.

„გარე საზღვრების დაცვა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის. უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღო გარკვეული ზომები გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ შევიმუშავეთ ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია და რისკების ანალიზის სისტემა, დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საზღვრის და საზღვაო დაცვის სააგენტოსთან ჩვენი მოქალაქეების უკეთ დასაცავად არალეგალური მიგრაციისგან და საქართველოს საზღვრების დასაცავად არალეგალური მიგრანტებისგან. მოგეხსენებათ რომ ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რა თქმა უნდა გვაქვს საზღვრის დაცვასთან ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოუთმენლად ველოდებით მოლაპარაკებების გახსნას . ჩვენ გვჯერა რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი ევროპის და ევროპის მოსაზღვრე ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,– აღნიშნა ხატია წილოსანმა.

ასევე იხილეთ