leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილია დარჩიაშვილი კანადის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში კანადის დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), კევინ ჰამილტონს შორის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა კევინ ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.

ასევე იხილეთ