leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ პროგრამა არის, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან, იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს

“ლელოს“ პროგრამა არის, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას. ხოლო ,,ქართული ოცნების“ გზა ევროკავშირისკენ მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით.

,,ლელო“ ამბობს, რომ ევროკავშირში წინ წასასვლელად უნდა ჩავკეტოთ საზღვარი რუსეთთან, დავაწესოთ სანქციები. „ლელოს“ პროგრამა ეს არის – დავუწესოთ სანქციები რუსეთს. და თუკი ამ გზას დაადგებიან, ეს არის ესკალაციის გზა, რომლის ბოლოსაც გარანტირებულად არის ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ეს მათ საარჩევნო პროგრამაში წერია. იმდენად არიან აბსურდში გადავარდნილები, რომ ფურცელზე დაწერეს ეს ყველაფერი. ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს და ფურცელზე დაწერეს, პირდაპირ მტკიცებულება შექმნეს, რომ ეს არის მათი გეგმა. ანუ ზეპირი განცხადებაც კი არ არის, არამედ მათი გეგმაა, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, მეორე დღესვე დაიწყებენ ესკალაციას რუსეთთან. თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ