left_sabechdi

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებაში პარიზმა, ბერლინმა და ლონდონმა დაგმეს ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტი და განაცხადეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს ირანთან საჰაერო მომსახურების ორმხრივი შეთანხმებების გასაუქმებლად.

მათ ასევე განაცხადეს, რომ დააწესებენ სანქციებს ირანის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.

„საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მკაცრად გმობენ ირანის მიერ ექსპორტსა და რუსეთის მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას. [ეს] გაზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ეს აქტი არის ესკალაცია როგორც ირანის, ასევე რუსეთის მხრიდან და წარმოადგენს უშუალო საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტების პარტია.

„რუსეთმა ამ ბალისტიკური რაკეტების პარტია უკვე მიიღო, და, როგორც ჩანს, რამდენიმე კვირაში მათ უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, – თქვა ბლინკენმა.

ასევე იხილეთ