leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: დღეს საკითხი დგას ასე – ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი

„ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, რადგან ის 2012 წლის შემდეგ სიაში არ ყოფილა და შევა თუ არა ივანიშვილი პარლამენტში, თუ ის ფორმალური პირველი ნომერია.

„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე – ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

ასევე იხილეთ