საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველმა სუმოისტებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და 6 მედალი მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
დიდებს შორის +115 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ლაშა ჯელაძემ. აბსოლუტურ წონაში კი ბრინჯაო ბადრი ხატისკაცმა მიიღო. დიდებს შორის გუნდურ დაპირისპირებაში ლაშა ჯელაძემ, ბადრი ხატისკაცმა, ზურა წიქორაძემ და საბა გამთენაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
18 წლამდე სუმოისტებს შორის – 100 კგ წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით აქუბარდიამ, +100 კგ წონით კატეგორიაში კი დავით აბალაკმა. 18-წლამდელებს შორის გუნდურ დაპირისპირებაში საქართველოს გუნდმა დავით აბალაკის, დავითი აქუბარდიასა და დემურ ბაღდავაძის შემადგენლობით იასპარეზა და ასევე ბრინჯაოს მედალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველომ საუკეთესო შედეგი სწორედ პოლონეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე აჩვენა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.