„უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი – ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] „ენჯეოს“ წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი”, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას – როგორ მოხდა, რომ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბერეკაშვილის ერთ-ერთი პროექტი აშშ-ის საელჩომ დააფინანსა.
„აშშ-ში, რომლის სახელითაც თქვენ ასე აპელირებთ, აგენტებს ეძახიან ასეთ [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ] ორგანიზაციებს. აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც ამ კანონს ყველა ჯერზე რუსულს ეძახით. თუ გინდა, ამოიცნო ყველაზე რადიკალი ნაცი, უნდა დააკვირდე – თუ ის ქართულ კანონს, ქართულ საქმეს, ეროვნულ პრიორიტეტებს ეძახის რუსულს, ის რადიკალი ნაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.