საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შენობაში ამჟამად ინტერიერ-ექსტერიერის სამღებრო სამუშაო, მოპირკეთება და საბავშვო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ერთდროულად 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.