leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვივეკ რამასვამი: ვხედავთ, რომ „ვოუქიზმი“, „ტრანსგენდერიზმი“, „კლიმატიზმი“, „კოვიდიზმი“, გლობალიზმი, „ზელენსკიზმი“ თუ სხვა მსგავსი, ეტაპობრივად ჩნდება და ანაცვლებს რეალურს – მე ამერიკაში რწმენის აღორძინების დიდი გულშემატკივარი ვარ

რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა ვივეკ რამასვამიმ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის მიერ კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ ტურში მიიღო მონაწილეობა, სადაც ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები და რეალური თემების ჩანაცვლება „woke” (ვოუქ) საკითხებით.

მან აღნიშნა, რომ ისეთი თემები, როგორებიცაა „გლობალიზმი“, „ტრანსგენდერიზმი“, „კოვიდიზმი“, „ზელენსკიზმი“ და ა.შ. – ეტაპობრივად ანაცვლებს რეალურ საკითხებს, რაც რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია. შესაბამისად, რამასვამიმ განაცხადა, რომ ის გულშემატკივრობს აშშ-ში რწმენის აღორძინებას.

„ჩვენ დამშეული ვართ მიზეზისა და აზრისთვის, გვინდა ვიყოთ რაღაც უფრო დიდის ნაწილი, ვიდრე თავად ვართ, მაგრამ ვერც კი ვუპასუხებთ რას ნიშნავს იყო ამერიკელი. ბლეზ პასკალმა, ცნობილმა მეცნიერმა, 400 წლის წინ თქვა, რომ თუ შენს გულში ღმერთის ზომის სივრცე გაქვს და ღმერთი არ აგივსებს მას, მის ნაცვლად ამას სხვა გააკეთებს. ვფიქრობთ „ვოუქიზმზე“,”ტრანსგენდერიზმზე”, “კლიმატიზმზე”, “კოვიდიზმზე”, „გლობალიზმზე“ ან “ზელენსკიზმი” – ან ნებისმიერ სხვა მსგავსზე. თქვენ ხედავთ, რომ ეს თემები სერიულად ჩნდება და ისინი ნამდვილი საკითხის შემცვლელები არიან. მე ვარ რწმენის აღორძინების დიდი გულშემატკივარი ამერიკაში და არა ძალით – ამ ქვეყნის ხიბლი ისაა, რომ არ გჭირდებათ, თუ ეს თქვენთვის ბუნებრივი არ არის. მაგრამ ვფიქრობ, თუ რწმენას გავაცოცხლებთ, ჩვენ რეალურად ბევრად უფრო გაერთიანებული ვიქნებით როგორც ქვეყანა”, –  განაცხადა ვივეკ რამასვამიმ ტაკერ კარლსონთან საუბრისას.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ღმერთი რეალურია, არსებობს ორი სქესი, წიაღისეული საწვავი ადამიანის კეთილდღეობის მოთხოვნაა, საპირისპირო რასიზმიც რასიზმია და ღია საზღვარი არ არის საზღვარი“. რამასვამის თქმით, ნუკლეარული ოჯახი კაცობრიობისთვის ცნობილი მმართველობის უდიდესი ფორმაა.

 

ასევე იხილეთ