left_sabechdi

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით, ასევე პირველად წავაგეთ. მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა

წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით. ასევე პირველად წავაგეთ. მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა, სილვინიომ საქართველო-ალბანეთის თამაშთან დაკავშირებით.

„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ორივე გუნდი დაცვაში კარგად იდგა და ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. ვიცოდი, რომ გუნდი, რომელიც პირველ გოლს გაიტანდა, პრაქტიკულად მოიგებდა. ეს იყო მათი მწვრთნელის არჩევანი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს. წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით. ასევე პირველად წავაგეთ. მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა“, – განაცხადა სილვინიომ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ასევე იხილეთ