leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ სიის ოცეულში შესული სპორტსმენების ბულინგზე: სამწუხაროდ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ გააჩნია

“სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ გააჩნია. მათ შეუძლიათ ერთ დღეს გმირები საკუთარი წარმოდგენით აქციონ ანტიგმირებად, თუმცა მათ ეს ნომერი არ გაუვათ”, –  ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ სიის ოცეულში შესული სპორტსმენების მიმართ, ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ ბულინგს.

„ეს ყველაფერი მეტყველებს მათ მორალურ სახეზე და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის პატივცემული წარმომადგენლები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ სწორედ ამ ბიჭებზე არაერთი ადამიანი ცდილობდა დიდი ზეწოლის განხორციელებას, მაგრამ ისინი არიან მებრძოლები და მათ ყველა მოწინააღმდეგე, როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება დაამარცხეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ასევე ღირსეულად დაამარცხებენ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

ასევე იხილეთ