„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს ადიგენში მართავს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ადიგენის დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარეხას, აბასთუმანის, საღრძეს, ვარხანის, ხარჯამის, წახანის, წახანწყაროს და ქიქინეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. ანტონ ობოლაშვილმა ხაზი გაუსვა არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.
„მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, ჩვენი სწორი არჩევანით შევძლებთ ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ სიმშვიდე და სტაბილური განვითარება. 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის“,– განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.