leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: გოცირიძე თვითონ რომ ლეღვის ფოთოლიც აღარ არის, არაფერი არის, ცდილობს მწარე განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც უნდა იზრუნონ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე

“გოცირიძე, თვითონ რომ ლეღვის ფოთოლის აღარ არის, არაფერი არის, ცდილობს ამ მწარე განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც უნდა იზრუნონ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის საპასუხოდ. რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნების სფეროს თუ ბიზნესის უცნობ წარმომადგენლებს ლეღვის როლი დააკისრეს.

გიორგი ვოლსკის თქმით, თუ ჰგონიათ, რომ ინტელექტით ისინი უფრო დაბლა არიან, ვიდრე თვითონ რომან გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა, ძალიან ცდებიან.

„გოცირიძე, თვითონ რომ ლეღვის ფოთოლიც აღარ არის, არაფერი არის, ცდილობს ამ მწარე განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც უნდა იზრუნონ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე. ეს არის ჯანსაღი მომავლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, სპორტის მასობრივი განვითარება და ვინ, თუ არა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, ამას გააკეთებენ სხვაზე უკეთ.

თუ ჰგონიათ, რომ ინტელექტით ისინი უფრო დაბლა არიან, ვიდრე თვითონ რომან გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა, ძალიან ცდებიან“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

ასევე იხილეთ