leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი მიხაილ როთის ვიზიტზე: ეს ადამიანი ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში, რაც ჩაუვარდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას

„მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს მას რეპუტაცია ამ ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძის თქმით, როთი ცდილობდა, საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართულიყო, თუმცა არ გამოუვიდა.

„ეს ადამიანი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა ეს მცდელობა. რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას, არ ვიცი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ