leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს, პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

„არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს.

„ყველას აქვს საშუალება, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ყველა აკვირდება არჩევნებს და აბსოლუტურად შეუფერხებელი არის ის პროცესი, რაც დაკავშირებულია დაკვირვებასთან. პრობლემა არის, რომ არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ამ NGO-ების ვებგვერდზე და პირდაპირ წარმოებს კამპანია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ასეთ პირობებში რა დაკვირვება უნდა განახორციელონ, თავადაც შეგიძლიათ, იმსჯელოთ. ყველაფერი დევს ხელის გულზე, თან ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს. მათ აქვთ შელახული რეპუტაცია, თუმცა დააკვირდნენ და იყონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ