„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ღორჯომელ თანასოფლელებს შეხვდა
„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ღორჯომელ თანასოფლელებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობა გაეცნო წინასაარჩევნო პროგრამას, დელეგატობის კანდიდატმა მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.
ვახტანგ ბერიძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან თბილ და პოზიტიურ გარემოში წარიმართა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ყველა წარმატების უკან ყოველთვის იყო ღორჯომელების დიდი წვლილი და ამჯერადაც, მათგან კიდევ ერთხელ მივიღე ის დიდი მხარდაჭერის მუხტი და ძალა, რომელიც 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მადლობა მათ, ასეთი დიდი თანადგომისთვის”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.