leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნება: დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მართავს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” დელეგატობის კანდიდატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი სოფლების: კარწახის, ფილიპოვკას, ხავეთის, აფნიასა და ერიჯანას მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობა გაეცნო წინასაარჩევნო პროგრამას, დელეგატობის კანდიდატმა მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

„მსურს ჩემი სიხარული გაგიზიაროთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებში არაერთი დადებული პირობა შევასრულეთ. კერძოდ, სოფელ კარწახსა და ხავეთში მოპირკეთდა გზა, რომელიც ადამიანებს დღემდე არ ჰქონიათ წლებია. ასევე, მოგვარებულია სასმელი წყლისა და განათების საკითხები. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს ჩვენი ქვეყანა გადავცეთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი,“- განაცახდა სამველ მანუკიანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერი მელქონ მაკარიანი, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ასევე იხილეთ