leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გველესიანი: ნაკრები წერს ქართული ფეხბურთის ისტორიას

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ალბანეთთან მატჩის და გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიას წერს.

ფეხბურთელი მადლობას უხდის ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელთა შტაბს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

„საოცარი შეგრძნებაა, იყო იმ ნაკრების წევრი, რომელიც წერს ქართული ფეხბურთის ისტორიას. გუნდში საოცარი სინთეზია ნიჭის და პროფესიონალიზმის, ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობის გაზიარების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობის.

შეგრძნება, რომ უკლებლივ ყველა წევრი ძვირფასია, გამარჯვებულის მენტალიტეტი, მტკიცე ხასიათის გამოვლინება ყველა თამაშზე და მუდმივი დაუკმაყოფილებლობის განცდა, როცა კიდევ უფრო მეტს სთხოვ საკუთარ თავს.

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელთა შტაბს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და იმ საფეხბურთო აკადემიებს, სადაც ამ თაობის (თაობების) გამოჭედვა და გამოწრთობა მოხდა“, – წერს გიორგი გველესიანი.

ასევე იხილეთ