leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის მერიის მხარდაჭერით Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, მზიურის პარკში არსებულ MASTER LEAGUE ARENA-ზე Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა.

ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რის შემდეგაც, თბილისის მერიის გუნდთან ერთად, ესპანეთის გუნდს, EUSKADI F7-ს შეხვდა.  თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი ტურნირების მნიშვნელობას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მიმდინარეობს საკლუბო ჩემპიონატი 7×7. ჩვენ ამ ტურნირს რამდენიმე წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი და დღეს უკვე საერთაშორისო არენაზე გავედით. სხვადასხვა ევროპული ქვეყნები სტუმრობენ დღეს დედაქალაქს და ქართული კლუბებიც მონაწილეობენ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპონსორსა და იმ ადამიანს, ვინც გვერდით უდგას ამ ტურნირს. განსაკუთრებული მადლობა კი ორგანიზატორებს. ზოგადად, ძალიან კარგია ფეხბურთი და მსგავი ტურნირები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც 7×7 ფორმატით იმართება. იგი წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს. ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში მონაწილეობენ გუნდები საქართველოდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ბელგიიდან და ომანიდან. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი: თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი.

ჩემპიონატი ყოველწლიურად გაიმართება და ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო სამი წლის მანძილზე, მასპინძელი კვლავ საქართველო იქნება.

ასევე იხილეთ