leaderboard_below_slide
left_sabechdi

სკოტო: კვარაცხელია ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებისა და ხელფასის მომატების საკითხი იტალიაში, მეტწილად ნეაპოლში ძალიან აქტუალურია.

ახლა, როცა ხვიჩამ კარგ ფორმაში დაბრუნება შეძლო, ეს თემა კიდევ უფრო გააქტიურდა. ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ კი განაცხადა, რომ კვარა ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება:

“ვფიქრობ, კვარაცხელიას კონტრაქტის განახლება ზაფხულში მოხდება. დე ლაურენტისმა ცოტა დრო დაკარგა საკითხის მოსაგვარებლად ბოლო თვეებში. ქართველის აგენტებს განსაკუთრებული ზეწოლაც არ მოუხდენიათ, რადგან ხვიჩა არ იყო იდეალურ ფორმაში და დე ლაურენტისის კარზე დაკაკუნებისთვის შესაფერისი მომენტიც არ იყო. სამაგიეროდ, ახლა, როცა სეზონი ფინიშისკენ მიდის და კვარამაც მოუმატა, დიდი თანხის გაღება იქნება საჭირო. ოსიმენის წასვლის შემდეგ, რომელიც დღეს 10 მილიონს გამოიმუშავებს, ქართველი ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება”, – თქვა სკოტომ.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027-წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონიდან მოყოლებული დღემდე “აძურის” მაისურით 78-ჯერ ითამაშა, მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 43 ქულით მე-7 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კი 8 მარტს, საკუთარ მოედანზე ტორინოსთან ჩაატარებს.

ასევე იხილეთ