გამოკვლევები ჩაიტარა – ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩაფრენის შემდეგ გამოკვლევები ჩაიტარა. დადგინდა, რომ ქართველ შემტევს ტრავმა არ აქვს და სათამაშოდ მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს.  წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ ანტონიო კონტემ და მთლიანად სამწვრთნელო შტაბმა შვებით ამოისუნთქა, რადგან კვარაცხელიას ტრავმა ახლა დამღუპველი იქნებოდა.

ალბანეთთან მატჩის დროს, ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელია 75-ე წუთზე გაიყვანა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კვარამ თამაშის მიმდინარეობისას დარტყმა მიიღო და გარისკვა არ სურდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის გამაყუჩებლით თამაშობდა.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ სერია ა-ს მორიგ მატჩს 15 სექტემბერს კალიარის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

ასევე იხილეთ