leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან და გამყოფი ხაზის პირა სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში დაიგება 1 795  გრძივი მეტრი ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრეები, გზის გადამკვეთები და ეზოში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაციას, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა შპს „იბოლია“ ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ასევე იხილეთ