leaderboard_below_slide
left_sabechdi

სასამართლომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო – პროკურორი ოთარ ცინდელიანისთვის გამოტანილ განაჩენზე

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, უვადო პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ოთარ ცინდელიანი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დამნაშავედ ცნო. ბრალდებულმა დღეს თქვა რომ ინანიებს- მთელი განხილვის განმავლობაში ის დუმილის უფლებით სარგებლობდა. რაც შეეხება მხარეთა პოზიციებს. ადვოკატი დაკავებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებასა და მის არასახარბიელო ფსიქიკურ მდგომარეობაზე აპელირებდა – პროკურატურა კი, დაცვას აბსურდული ვერსიების განვითარებაში ადანაშაულებდა

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარეს სასამართლოში ჰქონდა წარმოდგენილი – გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნები ერთობლიობაში ადასტურებდა იმ დანაშაულებს, რაც ბრალდებულს ბრალად ჰქონდა წარდგენილი.

რაც შეეხება სასჯელს, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მას ჩადენილი დანაშაული ერთხელაც არ უღიარებია, არ მოუნანიებია, სასამართლომ სასჯელის ნაწილშიც კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო,” – აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

ასევე იხილეთ