leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მოგვეცით ჩვენ ხმა და გაიღვიძებთ მდიდრები – ესაა მათი პროპაგანდა! ხალხმა როდესაც მათ მისცა ხმა, გვახსოვს, როგორებმაც გავიღვიძეთ, ახლა ვერავის მოატყუებ

“მოგვეცით ხმა ჩვენ და გაიღვიძებთ მდიდრები – ესაა მათი პროპაგანდა! ამ ხალხმა როდესაც მათ მისცა ხმა, გვახსოვს, როგორებმაც გავიღვიძეთ. ახლა ვერავის მოატყუებ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ დაპირებაზე საუბრისას.

„ჩვენ გვახსოვს, რომ საუბრობდნენ, თითქოს, სტატუსს რომ მივიღებდით, გავიღვიძებდით და ვიქნებოდით ყველა მდიდარი – აი, ასეთი პროპაგანდა იყო. მერე სტატუსი მივიღეთ და დაავიწყდათ, ამას რომ ამბობდნენ.

მოგვეცით ხმა ჩვენ და გაიღვიძებთ მდიდრები – ესაა მათი პროპაგანდა! ამ ხალხმა როდესაც მათ მისცა ხმა, გვახსოვს, როგორებმაც გავიღვიძეთ. ახლა ვერავის მოატყუებ“, – აღნიშნა დავითულიანმა.

რადიკალური ოპოზიცია, გამარჯვების შემთხვევაში, მყისიერად 14 მილიარდი ევროს მობილიზებას აანონსებს.

ასევე იხილეთ