leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია 14 მილიარდის მობილიზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირებებზე: აბსურდული, ჰაერიდან მოტანილი უტიფარი პოპულიზმით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება

არაფერია გასაკვირი პოლიტიკურად განულებული ოპოზიციისგან, როდესაც ასეთ აბსურდული, ჰაერიდან მოტანილი უტიფარი პოპულიზმით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოების ის მცირე ნაწილი მაინც, რომელიც მათ ხმას აძლევთ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

ის „ნაცმოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში 14 მილიარდი ევროს მობილიზება დააანონსა.

„რაც შეეხება ამ 14 მილიარდს, რომელ 14 მილიარდზეა საუბარი, რატომ არ საუბრობენ 20 მილიარდზე, 50 მილიარდზე, 60 მილიარდზე. რა უშლით ხელს, როდესაც ასეთ უტიფრობაში არიან გადასულები. კარგად ვუსმენდი, ახსენა მოლაპარაკებები, რომელ ქვეყნებთანაც გაიხსნაო. იქნებ არ ვიცით, იქნებ არ ვართ საქმის კურსში 14 მილიარდი მისცეს, 20 მისცეს, 5 მისცეს. იქნებ, რომელიმე ტრანში აიღეს? გააგებინონ საზოგადოებას, რომელზეც ისინი მუშაობენ, რომელსაც ისინი ატყუებენ. სრული უტიფრობა, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ