“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა. ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება.
„წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ეხება. უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად განვიხილეთ სკვერისა და სტადიონის ესკიზი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირდება შიდა ეზო. სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება,- განაცხადა ზუკა რურუამ. შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.