leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ხაზარაძის დაპირებები არის მითი და ცარიელი ბუშტი ჰაერის, მისი განცხადებები მეტყველებს ამაზე

“ის, რომ ხაზარაძის დაპირებები არის მითი და ცარიელი ბუშტი ჰაერის, მისი განცხადებები მეტყველებს ამაზე”, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი პროექტი არ აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული.

„მაგალითად ის, რომ ყაზბეგში ამბობდა, რომ იქ არ უნდა იყოს კარგი გზა დაგებული, ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს კარგი, იმიტომ, რომ ტანკები შემოვლენ მერე რუსეთიდანო. ანუ, რუსეთი ისე ვერ შევა, თუ ტრასა არ არის დაგებული. მისი აზრი ასეთია.

რაც შეეხება მის დაპირებებს წალენჯიხაში, ესეც ჩვენ დავინახეთ, რომ ცემენტის ფულიც ვერ გაიმეტა, ბეტონის და რაღაც საბავშვო გასაბერი აუზი შესთავაზა წალენჯიხას. შესაბამისად, მისი ნებისმიერი ეს დაპირება, ათასი ლარი პენსია და ა.შ. რა თქმა უნდა, არის მითი გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა დაინახა, რომ მისი არცერთი ნაბიჯი რეალური არ იყო.

ერთი პროექტი არ აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ