ლევან მაჭავარიანი: მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც ატყუებენ მოსახლეობას. არავის არანაირი თანხა ამასთან დაკავშირებით არ მიუღია
„ნაცმოძრაობის“ განცხადებას, რომელმაც რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში 14 მილიარდი ევროს მობილიზება დააანონსა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, 14 მილიარდზე, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია.
„მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც ატყუებენ მოსახლეობას. არავის არანაირი თანხა ამასთან დაკავშირებით არ მიუღია და შესაბამისად, 14 მილიარდზე, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია. ეს არის ძალიან მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც გამომჟღავნდება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.