leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკის განცხადებით, რუსებმა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთული გემი დაბომბეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა შავ ზღვაში გემი დაბომბეს, რომელსაც ეგვიპტეში ხორბალი უნდა ჩაეტანა.

„რუსული რაკეტა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლის ტვირთის წინააღმდეგს. დღეს შავ ზღვაში უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გამოსული ჩვეულებრივი სამოქალაქო გემი დაიბომბა. საბედნიეროდ, წინასწარი მონაცემებით ადამიანური მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო დონორია. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საექსპორტო კორიდორის ნორმალურ და შეუფერხებელ მუშაობაზე ათეულობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და სიცოცხლეა დამოკიდებული.

უკრაინა კვლავ გააგრძელებს ხორბლის მიწოდებას აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ზელენსკი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მსოფლიოს რეაქციას ელის.

მისი თქმით, ხორბალი და სასურსათო უსაფრთხოება რაკეტების სამიზნე არასდროს უნდა გახდეს.

ასევე იხილეთ