სოზარ სუბარი: ოპოზიციას არ აქვს მოსახლეობაში მხარდაჭერა, შესაბამისად, ისინი მუშაობენ იქ, სადაც მათ აქვთ მხარდაჭერა, ანუ თავიანთ პატრონებთან, ვინც მათ უხდის ხელფასს და ვინც მათ აძლევს ბრძანებებს
“ოპოზიციას არ აქვს მოსახლეობაში მხარდაჭერა, შესაბამისად ისინი მუშაობენ იქ, სადაც მათ აქვთ მხარდაჭერა, ანუ თავიანთ პატრონებთან, ვინც მათ უხდის ხელფასს და ვინც მათ აძლევს ბრძანებებს. ეს არის აგენტურის ბუნება და სხვანაირად ვერ მოიქცევიან”, – განაცხადა „ქართულო ოცნების“ საარჩევნო სიის მე-11 ნომერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ჩვენ კარგად გვახსოვს კონგრესში მოსმენა, რამდენიმე თვის წინ შემდგარი, სადაც შალვა ნათელაშვილი იყო მთავარი დასაყრდენი ექსპერტი,სადაც პრაქტიკულად საქართველოს მოღალატეები გამოვიდნენ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებით.
როგორ არ უნდა იცნობდნენ საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ბუნებას, რომ ეკა გიგაური ჰყავდეთ მთავარი მომხსენებლად. ეკა გიგაური, რომელსაც არა ნულოვანი რეიტინგი და ნულოვანი ნდობა აქვს ხალხში, არამედ აბსოლუტურ მინუსებშია. სადაც ეკა გიგაური გამოჩნდება ის არის ქართველი ხალხის საწინააღმდეგო და ქართველ ხალხში ქილიკის და ზიზღის მეტს არაფერს იწვევს.
როცა ასეთი ექსპერტები ჰყავთ ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ არ ჰყავთ დასაყრდენი ქართველ ხალხში, უბრალოდ მუშაობენ მხოლოდ აგენტურასთან.როცა ვსაუბრობთ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ცილისწამების კამპანიით მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ იქიდანაც კარგად ჩანს რამდენ ტყუილს ავრცელებენ საქართველოს შესახებ.
ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ დროს უკრაინაში, სადაც ადამიანებს „სკოჩით“ აბამენ ხეებზე და საჯარო გაროზგვები ხდება ამაზე ხმას არ იღებენ. მოლდოვაზე, სადაც პარტიების აკრძალვა ხდება აბსოლუტურად გამოგონილი საბაბებით ხმას არ იღებენ და საქართველოში ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაშინ როცა ყველა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა ევროპაში, ეს ყველაფერი ზუსტად სხვა მიზნებზე მიუთითებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.