leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, ისინი ისევ საბოტაჟის რეჟიმში არიან ან უბრალოდ რესურსი არ აქვთ, რომ პოლემიკაში შემოვიდნენ

„ჩვენ უკვე უზრუნველვყავით, რომ 9 ნაბიჯით გათვალისწინებული საკითხების ასახვა მოჰყვა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომლის განხილვა დავიწყეთ პარლამენტში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური ნაწილი ამ განხილვებს არ ესწრებოდა. მათ აზრიც კი არ დააფიქსირეს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ისინი ისევ საბოტაჟის რეჟიმში არიან ან უბრალოდ რესურსი არ აქვთ, რომ პოლემიკაში შემოვიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი გაგრძელდება და ღირსებით გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან. ცვლილებები ცხრა პუნქტის შესრულების ნაწილია. განხილვაში ოპოზიციის უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო.

ასევე იხილეთ