leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა, რომელთაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ერჩივნათ და ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას

„რაზეც ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, თითქოს საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროა გაყინული და ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თანხა ქვეყანას გადაეცემა.

მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

„მორიგი სისულელე და დეზინფორმაციაა, რითაც უნდათ საზოგადოების შეყვანა. ხომ გახსოვთ, კანდიდატის სტატუს სანამ მოგვცემდნენ, განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მილიარდობით გრანტები დაკარგა საქართველომ. მათ არ აქვთ სალაპარაკო ხალხთან, რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სჯობს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, მეორე ფრონტის გახსნას და სანქციების მიერთებას ითხოვდნენ, რითაც ქართველი კაცი დაზიანდებოდა, ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა.  დღესაც რასაც საუბრობენ, სიყალბეა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ