რეზო ბლიაძე: ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის ნომერ პირველი არის მშვიდობა

„კულისებიდან არასოდეს არ მიყვარდა საქმის კეთება. სცენაზე ვარ, ვამბობ იმას, რაც მინდა, რომ ვთქვა, ვაკეთებ იმას, რაც მინდა, რომ გავაკეთო და ამას არავინ არ მკარნახობს”, – განაცხადა ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ვოკალისტმა, რეზო ბლიაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ამ ღონისძიებებზე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მართავს ზეიმებს. ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე პოლიტიკაში მონაწილეობისგან, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ყველა კომპანიასთან, რადგან ჩვენ „ბავშვები“ გვქვია. მაგრამ ამ ღონისძიებებზე გვაქვს თავისუფლება, მოვიწვიოთ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. სწორედ ეს თავისუფლებაა მნიშვნელოვანი.

ჩვენ მივყვებით იმ მესიჯბოქსს, რაც აქვს მმართველ პარტიას. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს, ნომერ პირველი არის მშვიდობა, რადგან მე რეალიზებული ვარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობიანი გარემო“, – აღნიშნა რეზო ბლიაძემ.

ასევე იხილეთ