leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს – ეკა გიგაურს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია

“ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო უგულებელყოფილი ადამიანია ქართული საზოგადოების მიერ”,  – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლას.

„მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ ალტერნატიული რეალობა შექმნან, თითქოს საქართველოში ყველაფერი ცუდადაა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც მოწმის სტატუსით – მოხსენებით ეკა გიგაური წარდგა. მან ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს წინააღმდეგ ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრა.

ასევე იხილეთ