left_sabechdi

ვიქტორ ორბანი: ევროკავშირმა უნგრეთს საზღვრის დაცვის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს

“ევროკომისიამ უნგრეთს ევროკავშირის გარე საზღვრების არალეგალური მიგრაციისგან დაცვის უზარმაზარი ხარჯები უნდა აუნაზღაუროს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც საზღვრის დაცვა დაგვიჯდა“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, ევროკავშირი ამ ხარჯებს დაფარავს და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

„გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე იხილეთ