რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მშვიდობის 12-მა წელიწადმა ქვეყანას მოუტანა ის წინსვლა და წარმატებები, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ
“ქართული ოცნების“ მშვიდობის 12-მა წელიწადმა ქვეყანას მოუტანა ის წინსვლა და წარმატებები, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითა და სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა სიღარიბის დონესთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის შეფასებას.
„სიღარიბესთან ბრძოლა კიდევ უფრო შეუქცევადი, სწრაფი ტემპებით განვითარდება, რომ სოციალური კეთილდღეობის დონე მაღალი სტანდარტებით იყოს უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.