left_sabechdi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, აჭარისუბნის დასახლებაში, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, აჭარის უბნის დასახლებაში, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

განახლებული ხიდი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„განვაგრძობთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და განახლებას. როგორც დავპირდით საზოგადოებას, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ გურიანთაში, აჭარის უბნის დასახლებაში – ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა“, – აღნიშნა მერმა.

ასევე იხილეთ