“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯავის, გვაზაურისა და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
ირაკლი ხელაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე ამომრჩეველთან ისაუბრა ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
„აქ ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ და ვცდილობთ, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში“,– განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.