რატი იონათამიშვილი: როდის შეიცვალა ცალკეული აქტორების რიტორიკა და რამ განაპირობა, რომ ფაქტობრივად, ღიად დაიწყეს ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები? ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი რუსეთის მხრიდან

რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ცვლილებებზე ისაუბრა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარკვეული აქტორების პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომში ჩართვაზე უარი განაცხადა.

„როდის შეიცვალა ცალკეული აქტორების რიტორიკა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და რამ განაპირობა, რომ ფაქტობრივად ღიად დაიწყეს ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები? ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი რუსეთის მხრიდან. სწორედ, მას შემდეგ, რაც საქართველო არ გახდა რუსეთსა და უკრაინას შორის მასშტაბური კონფლიქტის მონაწილე, ვხედავთ გარკვეულ ცვლილებებს ურთიერთობებში. სწორედ, ამის შემდეგ ვხედავთ გარკვეულ ცვლილებებს კონკრეტული აქტორების მხრიდან. მათი მხრიდან ვხედავთ განცხადებებს პირდაპირ ომში ჩართვის შესახებ, ხან იმდენად სუბიექტური განცხადებები აქვთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს ყველაფერი სამართლიანად იწვევს პროტესტის და უკმაყოფილების გრძნობას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

ასევე იხილეთ