დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ ბრიტანეთის საელჩოს ეწვია.
სტარმერმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისთან ერთად შეხვედრა გამართა აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩთან.
რაც შეეხება ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედარს, როგორც მედია წერს, ბაიდენისა და სტარმერის საუბრის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი ნაბიჯები იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კი დასავლური რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საკითხს დაეთმობა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში მოკავშირეებს სთხოვს, ნება დართონ უკრაინას, გამოიყენოს დასავლური რაკეტები, მათ შორის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი ATACMS და ბრიტანული Storm Shadows რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ.