ბონდო მძინარაშვილი: ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლანძღავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი აზრი გამოთქვა

„ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლანძღავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი აზრი გამოთქვა: არც ვინმესთვის მოუწოდობია რამისკენ და არც ვინმესთვის უგინებია, კორექტულად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას. თქვენ ვინ გეკითხებათ, ტატამზე რომ ამოეფინეთ?!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ლაშა ბექაურის ამ სიტყვებს ლიბერალურ-ფაშისტური სექტის სისხლზე გასვლა მოჰყვა, – პოლიტიკისა რა ესმის, პოლიტიკურ განცხადებას რომ აკეთებსო.

ყველა პოლიტიკოსად იქცა, ფეისბუქში ისე წერენ, თითქოს კისინჯერთან სადილობდნენ, რეიგანი თამადობდა, ბჟეზინსკი მერიქიფეობდა და მიტერანის გამოგზავნილი ღვინით უვსებდა ბოკალს, ტეტჩერი კი სუფრას თავს დაჰფოფინებდა და ოლბრაიტის გამომცხვარ ცხელ-ცხელ ხაჭაპურს სთავაზობდა.

ქართველი პოლიტიკოსების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ხუთს ვერ გავცდები, თქვენ რა იცით პოლიტიკის, წამდაუწუმ „პოლიტიკურ ანალიზს” რომ გვთავაზობთ?!

შე ძაღლისშვილო, ვიღაცა ხარ, ოლიმპიურ ჩემპიონს რომ ლანძღავ თავისი აზრის გამოთქმისთვის, შენ ვინ მიგდიხარ და რა გაგიკეთებია მასზე მეტი?!

შენ თუ აძლევ შენს თავს ბრტყლად ლაპარაკის უფლებას, ბექაურს ვინ და რა უშლის, ყველას გასაგონად თქვას, ვის ემიჯნება და რა სურს?!

თქვენ ძიუდო „ჭიდაობას რა უნდა, ფეხის წამოკვრა უნდა” ხომ არ გგონიათ?! – აუცილებელია გონება, გააზრება, დაგეგმვა და მოქმედება. დიახ, სწორედ ამ თანმიმდევრობით!

ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლანძღავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი აზრი გამოთქვა: არც ვინმესთვის მოუწოდობია რამისკენ და არც ვინმესთვის უგინებია, კორექტულად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას.

თქვენ ვინ გეკითხებათ, ტატამზე რომ ამოეფინეთ?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ