leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრი სახლი: აშშ არ გეგმავს ახალი პოლიტიკის გამოცხადებას უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახალი პოლიტიკის გამოცხადებას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

„არ შეიცვლება ჩვენი შეხედულება უკრაინისთვის რუსეთის შიგნით შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების მიწოდებასთან დაკავშირებით. არ მოველი რაიმე მნიშვნელოვან განცხადებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბის თქმით, აშშ სერიოზულად ეკიდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გაფრთხილებას, რომ ის განიხილავს დასავლეთს კონფლიქტში უშუალოდ ჩართულად, თუ უკრაინა რუსეთის მიმართულებით დასავლეთის წარმოების შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუშვებს.

„ეს არ არის რიტორიკა, რომელიც აქამდე არ გვსმენია. მან აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია აგრესია. ასე რომ, ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ კომენტარებს“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ