იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია უკრაინის ფარგლებს გარეთ იტალიური სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ნებართვას არ იძლევა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის ფარგლებს გარეთ იტალიური სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ნებართვას არ იძლევა.
„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, მაგრამ ვიცავთ უკრაინის უფლებას, იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ“, – დასძინა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.