leaderboard_below_slide
left_sabechdi

„მე მჯერა ჩემი ბოლნისელების უპირობო მხარდაჭერის!“- პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მართავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის   დელეგატი დავით  შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან განიხილა ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობასთან.

განვიხილეთ ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ხაზი გავუსვით 26 ოქტომბრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

მე მჯერა ჩემი ბოლნისელების უპირობო მხარდაჭერის!“ – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ასევე იხილეთ